ჰოლივუდის მსახიობები „ოსკარს“ ბოიკოტს უცხადებენ
სამშაბათი, 19 იანვარი, 2016 - 14:48

ჰოლივუდის მსახიობები „ოსკარს“  ბოიკოტს უცხადებენ.

მათი პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ წლევანდელ „ოსკარზე“  ნომინირებული ყველა მსახიობი თეთრკანიანია.

მსახიობ და რეჟისორ, სპაიკ ლის განცხადებით, მსახიობის 4 ნომინაციაში, ანუ 20 პოზიციაზე არცერთი ფერადკანიანი მსახიობი არ არის.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა მსახიობი პინკეტ სმიტი, რომელიც აცხადებს, რომ არც ცერემონიალზე დასწრებას და არც მის ტელეეთერით ყურებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კინოსამყაროში უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ მფლობელების ვინაობა 28 თებერვალს გაირკვევა.

თეონა ტორჩინავა

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები