file not saved პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურ საპროტესტო აქციაზე, ორი პირი დააკავეს » ახალი ამბების სააგენტო

პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურ საპროტესტო აქციაზე, ორი პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 26 მარტი, 2015 - 23:00

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან მიმდინარე აქციაზე, ორი პირი დააკავეს. 

როგორც "ვექტორს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, აქციაზე შელაპარაკების მიზეზი ერთ-ერთი მონაწილისთვის მობილური ტელეფონის წართმევა გახდა.

"ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს ტელეფონი წაართვეს. პოლიციამ კი იმის ნაცვლად რომ ის დაეკავებინა, ჩვენივე მეგობრები ლაშა და გიორგი რუხაიები დააკავა", - განუცხადეს "ვექტორს" აქციის მონაწილეებმა. 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. პარალელურად კი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგებით - "შეწყდეს ლარის კუპონიზაცია", "ბიძინა წადი", "გადადგეს მთავრობა". 

მსგავსი სიახლეები