აშშ-ში სკოლის მოსწავლემ გამოსაშვებ საღამოზე ცეცხლი გახსნა
ორშაბათი, 25 აპრილი, 2016 - 11:39

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვინსკონსინში, ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ გამოსაშვებ საღამოზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილთან ახლოს პატრული იმყოფებოდა. ეჭვმიტანილს მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ამ დროისთვის არსებული ცნობით, თავდამსხმელი, 18 წლის ჯეიკობ ვაგნერი, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მის მიერ დაჭრილი ორი მოსწავლე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები