საქართველოში, 4 თვის განმავლობაში, 6712 ოფიციალური აბორტი გაკეთდა
პარასკევი, 17 ივნისი, 2016 - 17:18

2016 წლის იანვრის თვიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში 6712 ოფიციალური აბორტი გაკეთდა. აქედან მხოლოდ 54 იყო სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ორსულობის შეწყვეტის ფაქტი.

აღნიშნულ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერა XXI, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

იანვარი - სულ 1680 აბორტი. თბილისში - 691; ხოლო რეგიონებში 989. 
თებერვალი - სულ 1842 აბორტი . თბილისში 771; რეგიონებში 1071. 
მარტი - სულ 1723 . თბილისში 728; რეგიონებში 995. 
აპრილი - სულ 1413. ა\ თბილისში 571 ; რეგიონებში 842.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს აბორტების რიცხვი ყოველთვიურად საშუალოდ 1500 აღემატება და კლების დინამიკა არ შეიმჩნევა. რაც შეეხება შედარებას რეგიონებსა და დედაქალაქს შორის - მონაცემების მიხედვით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ფაქტები რეგიონში 25დან 35 %ამდე აჭარბებს დედაქალაქის მაჩვენებელს.

მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს რომ საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინფორმაცია კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე და მათთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისები ხელმისაწვდომი არ არის. განსაკუთრებით პრობლემა მწვავედ დგას რეგიონებში.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ ეს ოფიციალური სტატისტიკაა. თუმცა სხვადასხვა წყაროებით მტკიცდება, რომ რეგიონებში, სოფლებში სადაც აბორტის სერვისი არ არსებობს ქალბატონები ხშირად თვითნებურ აბორტს მიმართავენ. გონივრული ეჭვის საფუძველზე აღურიცხავი აბორტების რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკას არ ჩამორჩება. 

იმისთვის რომ ქვეყანაში აბორტების არ იყოს დაუგეგმავი ორსულობის რეგულირების ერთადერთი საშუალება გაეროს ,,ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტმა” (CEDAW) საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა. ერთ -ერთ პუნქტში ვკითხულობთ: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე, თანამედროვე ინფორმაციასა და კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს”.

ასოციაცია ჰერა XXI-ს რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მუშაობის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება აქვს შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს: უზრუნველყონ მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისების ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები