file not saved ვახტანგ გომელაურმა ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა » ახალი ამბების სააგენტო

ვახტანგ გომელაურმა ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა
ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2015 - 17:06

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

ვაზისუბანში მდებარე ბინა კეთილმოწყობილია და ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ "ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

იხილეთ ფოტოგალერეა

 

მსგავსი სიახლეები