file not saved "როგორ გეკადრებათ, მე უკვე თავდაცვის მინისტრი ვარ, არ ჭირდება პარლამენტის დამტკიცება" » ახალი ამბების სააგენტო

"როგორ გეკადრებათ, მე უკვე თავდაცვის მინისტრი ვარ, არ ჭირდება პარლამენტის დამტკიცება"
პარასკევი, 01 მაისი, 2015 - 17:06

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის საზღვარგარეთ მიემგზავრება და სანამ ქვეყნიდან გავიდოდა, თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, თინა ხიდაშელი ჯერ არ არის მინისტრი, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ  უკვე თავდაცვის მინისტრია და ამას პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.

"ვინაიდან ვიზიტი არის ძალიან სწრაფად დაგეგმილი და ვეღარ მოვასწრებთ შეხვედრას, გადავწყვიტეთ დღესვე შევხვედროდით. როგორ გეკადრებათ, მე უკვე თავდაცვის მინისტრი ვარ, არ ჭირდება პარლამენტის დამტკიცება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები