ელექტრონული მუსიკის "მატადორი", რომლის თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან
პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 12:01

დღეს ბერლინის, მაიამის, პარიზისა და ლონდონის წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე უკრავს.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულები რემიქსების მონსტრს ეძახიან და ტექნოს ორგანულ რევოლუციონერს უწოდებენ. მისი მუსიკა ისეთივე არაბანალურია, როგორც მისი წარმატების ისტორია. სხვა ხელოვანი ადამიანების ბიოგრაფიებში ხშირად ვაწყდებით იღბლიან მომენტებს, რომლებმაც მათი ცხოვრება შეცვალა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დააყენა, მაგრამ მატადორის შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

რიგითმა ირლანდიელმა დიჯეიმ და ხმის რეჟისორმა, ტექნო მუსიკის სამყაროში წარმატების მისაღწევად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, ამ გეგმის მიხედვით მოქმედების შედეგად 3 წელიწადში მიაღწია მსოფლიო წარმატებას.

მისი მუსიკა მის ცხოვრებას გავს, უკრავს ისე, თითქოს წინასწარ შემუშავებულ გეგმას მიყვება. მისი გეგმის მიზანი კი მსმენელის ნელ-ნელა გარდასახვაა. უსმენ მატადორს და შენთვის გაურკვეველი გზით, ტოვებ რეალობას, გადადიხარ სხვა სამყაროში, იქ სადაც მხოლოდ შენში არსებული პოზიტივი მიგაქვს.
 

მატადორისა და მისი მუსიკის თაყვანისმცემლები საქართველოშიც მრავლად არიან, სწორედ ამიტომ 21 აპრილს, KVARTALI-ს მიერ ორგანიზებული ივენთის ერთ-ერთი გამომსვლელი სწორედ ეს ქარიზმატული ირლანდიელი იქნება.

მატადორთან ერთად აღნიშნულ ივენთზე, შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ესპანელ ტექნო არტისტს პაკო ოსუნას და ფრანგ როდრიგეს ჯუნიორს. უცხოელი კოლეგების გამოსვლამდე, მსმენელის წინაშე წარსდგება ქართველი დიჯეი გიო შენგელია.

მატადორის თბილისში ვიზიტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:   KVARTALI Presents: Rodriguez Jr / Matador / Paco Osuna

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები