ტექნო მუსიკის "ბნელი რაინდი" თბილისელ მსმენელთან შესახვედრად ემზადება
, 26 მარტი, 2017 - 14:22

„თუ ჩემი სტილი ესპანეთთან ასოცირდება, ეს დიდებულია, რადგან ჩემი ქვეყნით და მისი მუსიკალური სცენით ძალიან ამაყი ვარ“ - ამბობს ესპანელი ტექნო არტისტი პაკო ოსუნა, რომელსაც ტექნოს სამყაროში ესპანეთის ელჩს უწოდებენ.

პაკო ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ელექტრონული მუსიკის სათავეებთან იდგა.კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, პირველი კონტრაქტიც მაშინ გააფორმა და მას შემდეგ საცეკვაო მუსიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

20 წელზე მეტია რაც ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და დღეისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არისტად ითვლება.

მისი შემოქმედება არის გამბედაობა და სიახლეების განუწყვეტელი ძიება. ცოცხალი, ჭკვიანი, ზუსტი, ღრმა და ესთეტიური. მისთვის ყოველი ბგერა მნიშვნელოვანია. მისი ტექნო საუნდი მოიცავს ღრმა, ბნელ და წარმოსახვით ბგერებს, რომელიც მსმენელში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს." - ასე ახასიათებენ პაკოს, რომელსაც მისი ჟღერადობისა და იმიჯის გამო ბნელ რაინდსაც კი უწოდებენ ხოლმე.

90-იანი წლების ბოლოდან, პაკო ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა საოცნებო და საყვარელი ადგილის, იბიცაზე მდებარე კლუბის, ამნეზიას რეზიდენტია, თუმცა ეს მისი ერთადერთი კარიერული მწვერვალი არ გახლავთ.

ბარსელონაში საკუთარი კლუბი, club4 აქვს, რომელსაც მეგობარ მუსიკოსებთან ერთად მართავს.

„მინდა ჩემს ქალაქში არსებობდეს ადგილი, რომლის მიზანიც ფულის კეთება კი არა ადამიანებებისთვის კარგი მოგონებების შექმნა იქნება. სწორედ ასეთი ადგილია club4” - ამბობს პაკო.

პაკოს შემოქმედება კარგად არის ნაცნობი ქართველი მსმენელისთვისაც, სწორედ ამიტომ 21 აპრილს, იპოდრომზე, KVARTALI-ს მიერ ორგანიზებულ ივენთს სწორედ ტექნოს ესპანელი რაინდი დახურავს.

პაკო ოსუნასთან ერთად ამ დღეს, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება ქარიზმატული ირლანდიელი ტექნო არტისტი მატადორი და ფრანგი როდრიგეს ჯუნიორი.

უცხოელი არტისტების გამოსვლამდე, მსმენელის განწყობაზე იზრუნებს ქართველი დიჯეი გიო შენგელია.

ივენთზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ლინკზე: https://eventer.ge/event/KVARTALI-342-geo

ივენთის შესახებ მეტი, გაიგეთ ლინკზე: https://www.facebook.com/events/1301220163280175/

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები