84 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 11:54

ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში მსახიობი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

ის რამდენიმე დღის წინ MediClubGeorgia-ს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გივი ბერიკაშვილი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი იყო. ის 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები