თბილისში რეგი კონცერტების სერია იწყება
შაბათი, 06 მაისი, 2017 - 15:11

თბილისში რეგი კონცერტების სერია იწყება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის მომღერლების LIVE შესრულების მოსმენას ქართველი მსმენელიც შეძლებს.

პირველი იამაიკური მუსიკის საღამო 6 მაისს, ფაბრიკაში (DIVE x Fabrika) გაიმართება. ქართველი მსმენელის წინაშე, ცენტრალური ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგი ჯგუფის Riddim Colony-ის სოლისტი Gregory G Ras წარსდგება. მასთან ერთად მუსიკალურ სეტებს DJ Grotask (Gocha Grotask) შეასრულებს.

კონცერტის ორგანიზატორია რადიო „შოკოლადი“ და რადიო JAKO FM.

Gregory G Ras რეგი ჯგუფის Riddim Colony-ის სოლისტია. ლაივ პერფომანსი, იამაიკური მუსიკის შესრულების განსაკუთრებული მანერა და უნიკალური ხმის ტემბრი უნგრელ მუსიკოსს გამორჩეულსა და ქარიზმატულს ხდის.

ევროპის მრავალ ქვეყანაში გამართული სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში, Gregory G Ras თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან Ray Darwin, Mandingo Warrior, Sena, Lion D, Henry P, Ramon Judah, Dani Murungi, Dark Angel და ა.შ.

რეგის მოყვარულებს DIVE x Fabrika 21:00 საათიდან უმასპინძლებს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები