ჯანდაცვის სამინისტროს თავზე დახეული დროშაა აღმართული, რაც კანონდარღვევაა
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 13:43

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავზე დახეული დროშაა აღმართული.

როგორც „ვექტორს“ მოქალაქეებმა განუცხადეს, დროშა ბოლო 5 დღის განმავლობაში ამ მდგომარეობაშია, იქამდე კი როგორ გამოიყურებოდა მათთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ (სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.434) 5 მუხლის 3 ნაწილის თანახმად „აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება“, შესაბამისად, მოქალაქეები სამინისტროს დროშის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

სააგენტო ფაქტის გადასამოწმებლად ადგილზე იმყოფებოდა. შესაბამისი ფოტომასალა იხილეთ ფოტოგალერეაში.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები