ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია
სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 13:56

23 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ესტუმრა და ანგარიშით 129:115 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა მოიგო (4:0).

"უორიორსის" ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია. ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალური სერია მოიგო და NBA-ს ფინალში ითამაშებს. ფაჩულიამ ტრავმა მეორე მატჩში მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველაზე მეტი, 36 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. შემდეგ მოდის კევინ დურანტი 29 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი