პოლიციამ "ოკრიბის" სადგურიდან გაუჩინარებული პირი იპოვა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2017 - 17:29

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლ. მ.-ს დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბადან” გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქე ლ.მ.-ს ადგილსამყოფელი დაადგინეს. გაირკვა, რომ იგი სოფელ გრიგოლეთიდან დაბა ურეკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამ მომენტისათვის ლ.მ. თავს კარგად გრძნობს. მის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქცევას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, ლევან მამაგეიშვილი თბილსში დასთან ერთად ავტომანქანის საყიდლად იყო ჩამოსული და თან 23 ათასი დოლარი ჰქონდა. რუსთავში ავტობაზრობაზე წასვლამდე ისინი ოკრიბას სადგურზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში გაჩერდნენ, რა დროსაც ლევან მამაგეიშვილი რამდენიმე წუთით საპირფარეშოში შედის და ამ წუთიდან მისი კვალი ქრება. მართალია ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაგეიშვილს თანხა თან არ ჰქონდა და მან ის აზრტულ თამაშებში წააგო. მშობლები კი ეჭვობდნენ, რომ მათი შვილი სწორედ ამ თანხის გამო გაიტაცეს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები