ელისო კილაძის შვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 17:18

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში გამართლდა.

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მიმდინარე წლის 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.

კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებდა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები