ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 18:48

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში, 27-ე და 28- კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას განაცხადა, მათ ძირითად საჭიროებას კორპუსის გადახურვა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია წარმოადგენს.

თავის მხრივ,  ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც ამ კორპუსების მცხოვრებლებს აწუხებთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამაში გათვალისწინებულია.

„ეს საკითხები ჩვენს პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი და შემიძლია მოსახლეობას პირობა მივცე, რომ ის საკმაოდ ოპერატიულად მოგვარდება. ამისთვის კი საჭიროა, 21 ოქტომბერს საზოგადოებამ მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინოს და სწორი არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები