Wizzair-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს
პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 11:30

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით - ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„კომპანიაWizzair-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება - რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

აპრილშიპრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმირომლისფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზებივისაუბრეთ იმაზეთუროგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთარაოდენობა საზღვარგარეთდღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრამიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავროთვითმფრინავის დამატების შესახებრომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებითგანხორციელდებარეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომისმიმართულებითგარდა ამისადავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით -ბარსელონასა და პრაღაშიამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორესამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა“, - განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები