კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 11:37

სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც - ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.

„შევხვდით სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს  და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ. 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები