ქართველის გამოგონებით "GOFORIT SYSTEMS INC"-მა ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც "Apple"-ის "App Store"-დან ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2017 - 17:13

ამერიკაში მცხოვრები ქართველის გამოგონებით ამერიკულმა კომპანია GOFORIT SYSTEMS INC-მა ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც Apple-ის App Store-დან ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი.

აპლიკაციის საშუალებით ამერიკულ ავტო აუქციონებზე გადაზიდული მანქანების დათვალიერებაა შესაძლებელი. იდეა შემდეგში მდგომარეობს:

როდესაც ავტოგადამზიდავი ტრაილერის მძღოლი მანქანას გადაზიდავს ის ამ დროს ატარებს გადასაზიდი ავტომობილის ინსპექტირებას. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია მანქანის მომავალი მყიდველისთვის, რადგან მყიდველი როგორც წესი კოპარტის, მანჰეიმის და სადაზღვევო კომპანიების აუქციონებზე ვერ ხედავს სრულ აღწერილობას და ხშირად ბრმად ყიდულობს მანქანას რომელიც არ იცის რა მდგომარეობაშია. სამაგიეროდ ეს ინფორმაცია აქვს ავტომობილის გადამზიდავს, რადგან მან ძალიან ახლოდან დაათვალიერა ავტომობილი, გაატარა, ახადა სარქველი, შეხედა ქვევიდან, აიყვანა ტრაილერზე, დაამაგრა ჯაჭვებით, შესაბამისად მას აქვს იმდენიმე ინფორმაცია რამდენიც შეიძლება ამ ავტომობილის მექანიკოსს ქონდეს დათვალიერების შემდეგ. ავტოგადამზიდი ტრაილერის მძღოლი ერთგვარი ექსპერტიცაა, რადგან წელიწადის განმავლობაში ის ასობით და ათასობით მანქანას გადაზიდავს და მეტ-ნაკლებად ერკვევა ავტომობილების შეფასებაში.

ამ აპლიკაციის ინოვაციაც სწორედ ეს არის, რომ აქამდე ეს ინფორმაცია იკარგებოდა, არავინ იყენებდა. არა და ჩნდება კითხვა რატომ? ეს ინფორმაცია ხომ CARFAX-ე უკეთესია, რადგან CARFAX-ი გვაწვდის ავტომობილის მხოლოდ წარსული ისტორიის შესახებ ინფორმაციას, ხოლო ტრაილერის მძღოლს აქვს სულ ბოლო ინფორმაცია, აუქციონამდე არებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ზუსტია.

- ახლა ჩნდება კითხვა რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

- საქმე იმაშია, რომ ტრაილერის მძღოლი რომელიც ავტომობილებს გადაზიდავს ამერიკულ აუქციონებზე საერთოდ არ არის დაინტერესებული მანქანის გაყიდვით. თქვენ იყიდით თუ არა მანქანას მას არ ანაღვლებს, რადგან ის ტრანსპორტირების თანხას იღებს გადაზიდვიდან და არა გაყიდვიდან. ასე რომ ის დაინტერესებულია მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია განათავსოს, რადგან თუ მისი ინფორმაცია ვინმეს მოეწონება, მას მაღალ რეიტინგს დაუწერენ და შემდგომში შანსი აქვს ბევრი ინსპექციის ინფორმაცია გაყიდოს.

- არის თუ არა ეს აპლიკაცია ფასიანი?

- ფასიანი არის მხოლოდ კონკრეტული ინფორმაცია. მაგალითად თქვენ მოიძიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი, სიტყვაზე ავიღოთ ტოიოტა პრიუსი, რომელზეც საქართველოში დღეს დიდი მოთხოვნაა. თუ გადამზიდავი ტრაილერის მძღოლი ამ პრიუსის შესახებ ინსპექტირების ინფორმაციას განათავსებს, მაგალითად როგორ მუშაობს ძრავი, როგორი მდგომარეობაა ავტომობილის ქვევიდან, ამ ფოტოებს ატვირთავს, გადაიღებს ძრავის მუშაობის ვიდეოსაც. ეს ინფორმაცია ბუნებრივია თანხა ეღირება. მაგალითად ძრავის შესახებ ინფორმაცია 4 დოლარი, ქვევიდანაც თუ გვაინტერესებს ვნახოთ მდგომარეობა კიდევ 4 დოლარი. თუ გვსურს სალონის მდგომარეობა გავიგოთ დაჩიკების ჩათვლით კიდევ 8 დოლარი და ასე შემდეგ. ბუნებრივია თუ მანქანა დაბალ ფასიანია უფრო ძრავის ინფორმაცია იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუ სიტყვაზე ძვირიან მერსედესს ვყიდულობთ მაშინ რა თქმა უნდა გვაინტერესებს სალონის მდგომარეობაც, დახეულია თუ არა ტყავი, არის თუ არა სიგარეტის ნამწვავები და ა.შ. მოკლედ ეს პირობა მაქსიმალურად მორგებულია მყიდველზე, რათა მას ერთბაშად დიდი ფულის გადახდა არ დაჭირდეს.

- რა ინფორმაციაა უფასო?

- უფასო არის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. ასევე უფასოა მეტად საჭირო ინფორმაცია, რაც შეეხება გადაზიდულ ავტომობილებს. მაგალითად როცა გადამზიდავი ტრაილერის მძღოლი მანქანას აუქციონზე მიიყვანს, ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია შეტყობინების სახით მივიღოთ. მაგალითად ტრაილერის მძღოლმა ჯონ სმიტმა კოპარტის ნიუ იორკის აუქციონზე ამ წუთას მიიყვანა ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილი, ეს ჩვენ უფასოდ მოგვივა და ბუნებრივია მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ეს ჯერ თვით აუქციონის ბაზაშიც კი არ დაფიქსირდება. ეს უფასო მომსახურება უფრო ავტომობილების დილერებს დააინტერესებთ, რომლებიც ეძებენ კარგ ვარიანტებს აუქციონებზე. ასევე უბრალო მყიდველებსაც რა თქმა უნდა.

- როგორ შეიძლება ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა?

 -ეს აპლიკაცია არის აიფონებისთვის და აიპადებითვის, ეპლის აპ სტორში მოვძებნით სიტყვას GOFORIT და ჩამოვტვირთავ აპლიკაციას.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები