დისნეის 2018 წლის ფილმები – პირველი სურათები
ხუთშაბათი, 18 იანვარი, 2018 - 22:27

დისნეი წელს უამრავ საოცარ ფილმს გვპირდება, ამ სტატიაში კი იხილავთ ამ ფილმების ყველა ახალგამოსულ სურათს/კადრს.

შავი პანტერა

ფილმი ჩედვიკ ბოსმანისა და ლუპიტა ნიონგოს მონაწილეობით 2018 წლის 16 თებერვალს გამოდის.

A Wrinkle in Time

ამავე სახელის კლასიკური რომანის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს, როგორც სურათზე ჩანს, ოპრა უინფრირიზ უისერსპუნი და მინდი კალინგი ასრულებენ.

Avengers: Infinity War

Marvel-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმის პრემიერა 4 მაისს იგეგმება.

სუპეროჯახი 2

ამ ანიმაციურ ფილმს ფანები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. სუპეროჯახი 2 მსოფლიო კინოთეატრებში 15 ივნისიდან გამოჩნდება.

Ant-Man and the Wasp

ანთ-მენის გაგრძელების პრემიერა 6 ივლისს შედგება. ფილმში მოვლენები კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში ვითარდება და ფანები ახალ სუპერგმირს, კრაზანას (The Wasp) იხილავენ.

The Nutcracker and the Four Realms

ფილმი, რომელსაც ფენტეზის მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდებიან, 2 ნოემბერს გამოდის და მასში მთავარ როლს კირა ნაითლი ასრულებს.

Ralph Breaks the Internet: Wreck-It Ralph 2

ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, გამანადგურებელი რალფის მე-2 ნაწილი 21 ნოემბერს გამოდის.

1964 წლის ცნობილი ფილმის, მერი პოპინსის სიქველის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება. მთავარ, ანუ მერი პოპინსის როლს, ემილი ბლანტი შეასრულებს.

წყარო

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები