file not saved „არასასიამოვნოა, როცა საკუთარი ხელით დაფუძნებული პარტიის რეიტინგი ეცემა“ » ახალი ამბების სააგენტო

„არასასიამოვნოა, როცა საკუთარი ხელით დაფუძნებული პარტიის რეიტინგი ეცემა“
ოთხშაბათი, 13 მაისი, 2015 - 13:26

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, „არასასიამოვნოა, როცა საკუთარი ხელით დაფუძნებული პარტიის რეიტინგი ეცემა“.

ამის შესახებ მან „ვექტორს“ NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას განუცხადა.

„გამოკითხვასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთი რაც შემიძლიათ გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ემოციურ ფონზე, სასიამოვნო არ არის, როდესაც საკუთარი ხელით დაფუძნებული პარტიის რეიტინგი ეცემა. თუ რატომ დაეცა პარტიის რეიტინგი, ეს პარტიის ხელმძღვანელობას უნდა კითხოთ, პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს, პოლიტსაბჭოს წევრებს - ვინც პარტიისადმი საზოგადოების ნდობაზეა პასუხისმგებელი. ეს კითხვა არ შეიძლება დაუსვათ პარტიის რიგით წევრებს, ეს კითხვა უნდა დაუსვათ პარტიის ხელმძღვანელობას“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება გამოკითხულთა 27%-ს, რომელმაც არ იცის რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ციფრი ლოგიკურია, რადგან არცერთ მოქმედ პოლიტიკურ პარტიას არ ყავს მყარი ელექტორატი.

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: კოალიცია "ქართული ოცნება" - 24%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%, "თავისუფალი დემოკრატები" - 5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%, პასუხი არ ვიცი აირჩია 27%-მა, პასუხზე კი უარი განაცხადა 12%-მა.

 

ბესო კუნელაური 

მსგავსი სიახლეები