საქართველოს ბანკის დაყაჩაღების დროს კლიენტი დაიჭრა
ორშაბათი, 22 იანვარი, 2018 - 23:00

ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის  დაყაჩაღებისას კლიენტი დაიჭრა.

ბანკს თავს ერთი პირი დაესხა, რომელმაც სროლა ატეხა, შემდეგ კი მოპარული ფულით მიმალვა შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი