ვენის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადაეცა
შაბათი, 03 თებერვალი, 2018 - 23:50

ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის სიმონ არველაძის შვილიშვილებმა, ვენის ბიბლიოთეკას მწერლის ორტომეული აჩუქეს, პოეტმა სიმონ არშაულიძემ კი საკუთარი წიგნი "თუშნო წყალობა ჯვარისა” გადასცა.

ღონისძიებას ბიბლიოთეკის მკითხველები, თანამშრომლები და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გიორგი ტაბატაძემ ქართული ლიტერატურა მოკლედ მიმოიხილა და წიგნები წარადგინა. 

სიმონ არველაძის ორტომეულის პირველ ტომი ორი ნაწარმოებია: "შორეული თავისიანები და ჩვენებური უცხოელები". "შორეულ თავისიანებში" წარმოდგენილია ქართველი ხალხის და მისი სულიერი კულტურის უცხოელ მეგობართა ღვაწლი და დამსახურება. "ჩვენებური უცხოელებში" ავტორი საზღვარგარეთ მცხოვრებ და მოღვაწე ქართველების შესახებ მოგვითხრობს.

მეორე ტომი,  ფილოსოფიურ-პოლიტიკური ნააზრევსა და  - ესეისტურ პრელუდიებს ეთმობა.

სიმონ არშაულიძეს კი, თავის წიგნში "თუშნო წყალობა ჯვარისა“ გადმოცემული აქვს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, თუშეთის ბუნების პეიზაჟები და ეგზოტიკა. ბუნების სილამაზე, რელიგიური მრწამსი, კულტურა, ტრადიციები, ერთსულოვნება, სიყვარული, მეგობრობა, წინაპართა გმირობები და თუშური ყოფის სინამდვილე წარსულის გადმოსახედიდან დღემდე, პროზისა და პოეზიის სახით.

ცნობისთვის, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცისთვის ვენის ბიბლიოთეკაში,  ქართული სექცცია 2014 წელს გახსნა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები