კიევი-თბილისის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა
, 04 თებერვალი, 2018 - 22:59

რამდენიმე სახანძრო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული ცოტა ხნის წინ თბილისის საერთშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. მიზეზი კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავის ავარიულად დაშვება გახდა.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

საბოლოოდ თვითმფრინავი აეროპორტში 35 წუთის დაგვიანებით, მაღალი სიჩქარით დაჯდა. თვითმფრინავში 132 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მომხდარ ინციდენტზე უკრაინის ავიახაზები ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი