მართა აბულაძე, ბავშვი რომელიც სიკვდილს ებრძვის და მშობლები ხალხს ლოცვას სთხოვენ
ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018 - 23:45

 ინფორმაციის უტყუარობა www.Fact2.ge - ის მიერ იქნა გადამოწმებული. 

მოგესალმებით და მთელი არსებით გთხოვთ თანაუგრძნოთ პატარა უცოდველ არსებას მართა აბულაძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე იბრძვის არაერთ მძიმე დაავადებასთან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. მას დაუდგინდა დიაფრაგმის თიაქარი და ასევე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება საყლაპავ მილზე, რომელიც ნორმაზე მცირე სიგრძისაა და აღენიშნება მრავლობითი სისხლმდენი წყლულები.
 

ოპერაცია უნდა გაკეთდეს ესპანეთში არაუგვიანეს 1 კვირისა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მშობლებს ჩვენი სიკეთისა და თანადგომის გარეშე არ აქვთ საკმარისი რესურსები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ თეთრს, რომელიც მის ანგარიშზე ჩაირიცხება, თითოეულ სიტყვას და ლოცვას მის გადასარჩენად, თითოეულ გაზიარებას ან მოწონებას ამ პოსტის, რადგან ასე რაც შეიძლება ბევრ ჰუმანურ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

მიმღები ბანკის კოდი: TEBAGE22
მიმღები ბანკის დასახელება: ტერაბანკი
მიმღების ანგარიში: GE70KS0000000360103521
მიმღების დასახელება: სოსო აბულაძე

მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღები ბანკის დასახელება: TBC – თიბისი ბანკი
მიმღების ანგარიში: GE53TB7000146365100024
მიმღების დასახელება: სოსო აბულაძე

1 წლის მართას მშობლები ხალხს დახმარებას სთხოვენ და ვისაც ფინანსური დახმარება არ შეუძლია  მართას სახელზე ლოცვას სთხოვენ.

წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას ვინც რაიმე სახის რეაგირებას მოახდინთ ამ განცხადებაზე. ჩვენ გვჯერა სიკეთის ძალის და გვჯერა რომ მართა კიდევ მრავალ გაზაფხულს იხილავს ღვთის წყალობით.

  

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი