პრეზიდენტის ვეტოს დღეს პარლამენტი განიხილავს
ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018 - 10:15

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს პარლამენტს განსახილველად „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის  მოტივირებულ შენიშვნებს წარუდგენს.

ანა ნაცვლიშვილი დეპუტატების წინაშე დღეს, თორმეტ საატზე წარსდგება და პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით იმ არგუმენტებს გააცნობს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი