გიორგი აბაშიშვილი: "პრეზიდენტისთვის მედიაგარემო განსაკუთრებული ზრუნვის საგანია!"
ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018 - 12:45

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის ერთერთ დამფუძნებელს, პარლამენტარ ნატო ჩხეიძეს შეხვდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას მისგან შეეცდება.

„საქართველოს პრეზიდენტისთვისს მედიაგარემო და თ-ავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანია, შესაბამისად, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა გარკვეული კითხვა გაჩენილა რომელიმე მედიასაშუალების მიმართ, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ ჩარეულიყო და ყურადღებით არ შეესწავლა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია  ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესს და შეხვედრა ნატო ჩხეიძესთანაც პრეზიდენტის დავალებითვე შედგება.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი