სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა
ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018 - 22:33

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა. ამის შესახებ ოდესის ყოფილ გუბერნატორის ადვოკატზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. 

რუსლან ჩერნოლუცკი ამ გადაწვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოს ექს პრეზიდენტი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი