საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 10:00

დედის დღე საქართველოში ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და მონდომებით 1991 წლიდან დაწესდა.  მას  საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება

 “დედის დღის” აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული.

თანამედროვე ეპოქაში დედის დღის აღნიშვნის დაწესება და საერთო ზეიმად ქცევა ერთ-ერთი ვერსიით მეყვავილეებს ეკუთვნით და მას კომერციული საფუძველი ედო. თუმცა ისტორიული რეალობაა, რომ დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ, 1914-ში აშშ-ში დედის დღე პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინიციატივით ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. 1991 წლიდან კი საქართველოშიც განსაკუთრებული სიყვარულით აღვნიშნავთ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი