დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყეს
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 13:00

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო.   

სამუშაო ჯგუფები თბილისის ყველა რაიონში აღნუსხავენ დაზიანებულ საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, სიჩქარის იძულებითი შემცირების ბორცვებს, ასევე წაშლილ მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებს. აღნიშნული ნუსხა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საგაზაფხულოდ შესასრულებელი სამუშაოების სიას დაემატება და ინფორმირებისთვის საკრებულოს შესაბამის კომისიას გადაეგზავნება.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური საშუალებების მონიტორინგს სისტემატურად ატარებს. მონიტორინგში დედაქალაქის საკრებულო პირველად ჩაერთო.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი