კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 13:18

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

   კახა კალაძის განცხადებით, თავშესაფრის ბენეფიციარებმა მას რამდენიმე პროექტის განხორციელებას სთხოვეს.

“მინდა ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელებაგვთხოვეს.ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლომამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები.ამას აუცილებლად გავაკეთებთ.  სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, - აღნიშნადედაქალაქის მერმა. 

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი