ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 13:22

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნა. ბაღის სადღესასწაულო სივრცეში ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტუმრად მისულ პატარებს კი ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ.

 სტუმრებს ბაღის დორექტორმა თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედების დღე მიულოცა.

 "ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო და თბილი მოგონებების ადგილია. მჯერა, რომ ეს დღეც ჩვენი         პატარებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცევა", - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

    ბოტანიკურ ბაღს  საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები                                                  მშობლებთან და შვილებთან ერთად სტუმრობდნენ.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი