საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 23:10 დაამარცხა
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 23:31

ევროპის 2018 წლის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით დაიწყო. მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა. 

25-ე წუთზე ესპანელები დაჯარიმდნენ. პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 მარტს გაიმართება. 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი