მამა ილია: წითელი ინტელიგენციის ნარჩენები ფუთფუთებენ და ძველ ბატონს მსახურებენ
შაბათი, 03 მარტი, 2018 - 23:36

"ინტელიგენცია არის ერის სულიერი ლოკომოტივი, ერის ძალა და ძარღვი. როგორიცაა ინტელიგენცია, დიდწილად ისეთივეა ერი, ან როგორიცაა ერი ისეთივეა მისი ინტელიგენცია. მე-19 საუკუნეში ინტელიგენციამ გადააჩინა ქართველი ერი გარუსებას, მაშინდელმა ინტელიგენცამ ილია ჭავჭავაძის ლიდერობით მოახერხა რუსეთის კოლონიად ქცეული საქართველოს ეროვნული კონსოლიდაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინამძღოლობა. მაგრამ რა მოხდა მეოცე საუკუნის საბჭოთა საქართველოს რეალობაში?! საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ აღზევებული და დაფასებული ინტელგენციის დიდი უმრავლესობა საოკუაციო საბჭოთა ხელისუფლების ერთგული ადეპტები იყვნენ და მათ მონური მორჩილებით ემსახურებდნენ. ეს უმრავლესობა მტრულად ეკიდებოდა ახალგაზრდა დისიდენტებს და პრაქტიკულად მათ შორის ომი იყო, იგივე უმრავლესობა პუტჩის აქტიური წევრები და მონაწილენი გახდნენ 1991-1992 წლებში, იგივე უმრავლესობის ნარჩენები დღეს რუსული იდეოლოგიის ადეპტობას აგრძელებენ. ამიტომ იყო, რომ ზვიად გამსახურდიამ, სავსებით კანონზომიერად, მათ "წითელი ინტელიგენცია" უწოდა. ბუნებრივად, გახსენდება ინდოეთის დიდი ეროვნულ-გნმათავისუფლებელი მოღვაწის ჯ. ნერუს ცნობილი სიტყვები:"არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია". ამდენად, სადღეისოდ, ეს ისტორიული ბნელი ეპოქის გადმონაშთები კვლავ ფუთფუთებენ და ძველი ბატონის მსახურებას აგრძელებენ. დიდად სავალალოა, ის რომ რუსეთის იმპერიალისტური სისხლიანი ხელისუფლება დღემდე ვერ გვპატიობს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ყველა მეთოდით, მათ შორის წითელი ინტელიგენციის ნარჩენების საშუალებით ეწევა იდეოლოგიურ ომს, რაც ნამდვილად არის ბძოლა საქართველოს არსებობის წინააღმდეგ! 

მღვდელი ილია ჭიღლაძე საბჭოთა ინტელიგენციის წერილზე

წყარო

  

    

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი