ქართულმა სათვისტომომ პუტინის პირადი ფონდის წარმომადგენელს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 14 მარტი, 2018 - 20:36

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო "ვექტორს" ადგილობრივმა ქართველებმა მოგვაწოდეს.

"დღეს ქართულმა სათვისტომო"ივერიამ" ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, ქართულ ეკლესიაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. როგორც გაირკვა, ეს წინასაარჩევნო შეხვედრა იყო. ჩვენმა სათვისტომოს წარმომადგენლებმა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და საჩუქრებიც გადასცეს, საპასუხო საჩუქრად პუტინზე დაწერილი წიგნი მიიღეს. ეკლესიაში, სადაც მოვინათლე, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე და ვგალობდი, დღეს იქ კიდევ ერთხელ გამოჩენის ყველანაირი სურვილ ჩამიკლეს. ამ ყველაფერს გწერთ გულის ტკივილით და დიდი იმედგაცრუებით. ეს უღირსი საქციელი დაღად ადევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა."

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი