ტრამპის საქმიანობა გამოკითხულთა 57%-ს არ მოსწონს
, 15 აპრილი, 2018 - 21:41

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის საქმიანობა რესპონდენტთა 39%-ს მოსწონს, 57 კი უკმაყოფილოა. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ტელეარხმა NBC News-მა და გამოცემა Wall Street Journal-მა ჩაატარეს. ერთი თვით ადრე ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 43% აფასებდა, 53-ს კი არ მოსწონდა. 

რესპონდენტებს კითხვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ნოემბერში დაგეგმი არჩევნებზეც დაუსვეს კითხვა.

გამოკითხულთა 47%-ს სურს, რომ კონგრესის უმრავლესობაში დემოკრატები იხილოს, 40% კი რესპუბლიკელებს უჭერს მხარს.

გამოკითხვა 8-დან 11 აპრილის ჩათვლით ჩატარდა და მასში 900 ამერიკელი მონაწილეობდა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი