საშიში ტკბილეული
, 15 აპრილი, 2018 - 22:10

არასდროს უყიდოთ თქვენს პატარებს ეს ტკბილეული! ისინი შეიცავენ ნავთობს და იწვევენ კიბოს, ასევე ...“

გასულ წელს დედამიწის მილიონ ნახევარზე მეტ მაცხოვრებელს კიბო აღმოაჩნდა. ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე რთულად განკურნებადია. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ კიბოთი ბავშვებიც არიან დაავადებულები. მათი რაოდენობა ძალიან დიდია.

მეცნიერთა  ბრძოლას კიბოსთან  ჯერ განსაკუთრებული შედეგი არ გამოუღია, თუმცა დაავადების შესახებ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა.

ცნობილია, რომ აღნიშნული დაავადების გამოწვევა მთელ რიგ მიზეზებზეა დამოკიდებული, რომ ის არა მხოლოდ მემკვიდრეობით ფაქტორზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ რას მივირთმევთ ჩვენ.

რედაქცია «Так Просто!»-მ გაამახვილა ყურადღება იმ ტკბილეულზე, რომლებიც, სინამდვილეში ნავთობს შეიცავენ და იწვევენ კიბოს.

ყველაზე ცნობილი მწარმოებლები რეკლამისთვის უამრავ თანხას ხარჯავენ, საკუთარი ლოგოთი აკეთებენ სათამაშოებს და კერავენ ტანსაცმელს, იხდიან იმისთვის, რომ მათი პროდუქტი ფილმებში და ვიდეო-თამაშებში გამოჩნდეს. სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლები ორიენტირებულები არიან ბავშვებზე და წელიწადში ისინი რეკლამისთვის, დაახლოებით, 10 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.

აღნიშნული თანხა იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა დათვის ფორმის ტკბილეული  ან „ჯანმრთელი“ სასმელი შეიყვარონ, რომლებშიც შაქარი იმაზე მეტია, ვიდრე „კოლა-კოლა“-ში. ბავშვებზე ორიენტირებული მარკეტინგი ყველაზე კარგად მუშაობს - მათი ცნობიერება ასეთი სატყუარის წინაშე ხომ უძლურია.

როგორც ამას ექსპერტები ამტკიცებენ, სწორედ ეს ტკბილეული ბავშვებში ჰიპერაქტიურობას, ალერგიულ რეაქციებს და კიბოს იწვევს.

შეფუთული ტკბილეული

ერთი შეხედვით, ასეთი ტკბილეული თავისი შეფუთვით საკმაოდ მოსახერხებელია, ადვილია მისი ჩანთაში ჩადება, ის დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, რადგან ისინი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად, უსაფრთხოა.

თუმცა ეს ასე სულაც არ არის. თითოეულ ასეთ ტკბილეულში ძალიან ბევრი შაქარი, სიმინდის სიროფი და ქიმიკატებია, რომელიც ნავთობისგან მიიღება და ბავშვებში სხვადასხვა უჯრედების დისფუნქციას იწვევს.

ბევრი მკვლევარი ამის შესახებ უკვე საუბრობს და გვიყვებიან ლაბორატორიული ექსპერიმენტების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც დამტკიცდა, რომ აღნიშნული პროდუქტის ხშირი მიღების შედეგად ადამიანი კარგავს მხედველობას, უდიდდება ღვიძლი და საბოლოოდ, დამბლისგან კვდება.

შაქარი ბავშვებში დიაბეტისა და ღვიძლთან არსებული პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზია.

ხილის ჟელატინები

როგორც ცნობილია, ჟელატინებს ხილის გემოს ერითროზინი აძლევს, რომელიც ნავთობისგან მიიღება. ამ პროდუქტის გამოყენება ადრე კოსმეტიკაში აკრძალეს და თუ ის საშიშია ჩვენი კანისთვის, მაშინ რა ვთქვათ კუჭზე?

M&M’s

რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანები აღნიშნული შოკოლადის კონფეტებით ტკბებიან. ის პირველად 1941 წელს გამოჩნდა და დღემდე 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ეს პოპულარული კანფეტები ცოტა რაოდენობით შოკოლადს და დიდი რაოდებით ქიმიკატებს შეიცავს. კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ მათში Е171, Е104, Е129, Е122, Е124, Е133, Е110, Е102საღებავები აღმოჩნდა. ისინი დნმ-ს ცვლილებას იწვევენ.

Cheetos

ბევრმა არ იცის, რომ აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობაში საღებავი Yellow 6 შედის, ეს საღებავიც ნავთობისგან მიიღება. ეს „ჩიფსები“ მეთილბენზოატს და მეთილფენიდატს შეიცავს.

Teddy Grahams

ყველას, ვის შვილსაც ეს დათუნიები უყვარს, გვინდა ვუთხრათ: დამტკიცებულია, რომ ამ პრუდუქტის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ლაბორატორიის ვირთხებში კუჭის კიბოს იწვევს.

ამ ნივთიერებას დნმ-ს ფრაგმენტების და სასუნთქი სისტემის დაზიანება შეუძლია.

სამწუხაროდ, სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ხელოვნური საღებავების გამოყენებას დღესაც აგრძელებენ, რითაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებენბავშვების სიცოცხლეს.

 

რედაქციის რჩევა

დღეს ჯანმრთელობის შენახვის აუცილებელ პირობას ორგანიზმის შლაკებისგან და ტოქსინებისგან გასუფთავება წარმოადგენს. ამიტომაც წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებსაც ეს შეუძლიათ, ესენია: ჭარხალი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო და ვაშლი.

ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით იმ შედეგებზე, რასაც ზემოთ წაროდგენილი პროდუქტების გამოყენება გამოიწვევს. ბევრად უკეთესი იქნება, თუ თქვენი შვილები ხილს და ბოსტნეულს შეიყვარებენ.

თეონა ტორჩინავა

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი