ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტთა შორის ქართველი მეზღაპრეც დასახელდა
სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 2018 - 00:00

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტთა გვარები დასახელდა, რომელთა შორის ქართველი მეზღაპრე ბონდო მაცაბერიძეც მოხვდა. ინფორმაციას „არტნიუსი“ ავრცელებს.

ბონდო მაცაბერიძეს გამოცემული აქვს პოეტური კრებული „თმენის ფორმულა” და მხატვრულ-პუბლიცისტური კრებული „სადაურსა სად წაიყვან”, თუმცა მაცაბერიძე უფრო მეტად, მეზღაპრედაა ცნობილი.

ზღაპრების დიდი ნაწილი რუსულად, გერმანულად, თურქულად და ირანულადაა თარგმნილი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია შვე­დე­თის სა­ხელ­მწი­ფომ 2003 წელს და­ა­წე­სა, რო­გორც ყვე­ლა­ზე დიდი საერთაშორისო პრე­მია სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები