ქართულ კინოს ჩიკაგოში აჩვენებენ
, 04 ნოემბერი, 2018 - 14:24

ჩიკაგოში, პოლონური ფილმების ამერიკული ფესტივალის ფარგლებში 9-12 ნოემბერს ქართული კინოს დღეები გაიმართება. ამერიკელი მაყურებელი სულ 9 ქართულ ფილმს იხილავს.

პროექტის ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი - BIAFF ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან Societe for art -თან ერთად თანამშრომლობით. ღონისძიება ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ითვალისწინებს, მასზე როგორც თანამედროვე რეჟისორების, ისე ქართული კინოს კლასიკოსების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით  - "სხვისი სახლი" - რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; "დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი; "საშიში დედა" - რეჟისორი ანა ურუშაძე და "ბრმა პაემნები" - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ქართული კინოკლასიკა კი შემდეგი ფილმებითაა წარმოდგენილი - მიხეილ კობახიძის "მუსიკოსები", "ქოლგა", "ქორწილი"; გიორგი შენგელაიას "ალავერდობა" და გიო მგელაძის "არა, მეგობარო."

ქართული კინოს დღეებს ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი წარადგენენ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი