"ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა"
სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018 - 21:54

 ამის შესახებ კალაძემ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე გააკეთა განცხადება.

კახა კალაძის თქმით, ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია ის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების პროცედურა გამკაცრებაზე "ქართული ოცნების" კანონპროექტი განმარტა.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები