დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018 - 09:30

"თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.

პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ "სარაჯიშვილამდე" განხორციელდა, სადაც 126 ერთეული სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად,ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

 

 

 

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი