2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წელი გავიდა
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018 - 10:00

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.

ამის შემდეგ კი იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

პროკურატურამ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და მისი დარბევის ფატქზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. 

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს 2014 წლის 1 აგვისტოს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები