თბილისში რეაბილიტირებული N100 საჯარო სკოლა გაიხსნა
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018 - 12:05

თბილისში რეაბილიტირებული N100 საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს. 

სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი.

შენობა აღჭურვილია უახლესი სტანდარტების მიხედვით - სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორით, განგაშის ღილაკით, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურით, შეკიდულ-აკუსტიკური ჭერით, გაზის გაჟონვის სენსორით, ვინილის იატაკით.

სკოლაში დღესდღეობით 700 მდე მოსწავლე იღებს განათლებას.

მე-100 საჯარო სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 5 506 000 ლარი დაიხარჯა.

უახლესი სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი