პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018 - 16:10

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

იმნაძის განცხადებით, ვირუსებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე.

მისივე თქმით, საქართველოში გავრცელებული სამი ვირუსია. ესენია: რინოვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაონევმო ვირუსები. 

პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რომ გრიპიანი და გაციებული ადამიანი ნაკლებად მივიდეს სამსახურში და უფრო ნაკლებად გაავრცელებს, ასევე, მნიშვნელოვანია დახველებისას ეტიკეტის დაცვაც.

პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრება, ესენია: დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებულები, დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და ორსულები.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები