'საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით"
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 11:00

ეს განცხადება ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა სერ ალან დუნკანმა გააკეთა, რომელიც თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდში მონაწილეობის მისარებად ჩამოვიდა. 

სერ ალან დუნკანის თქმით, წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება.

"რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას. რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით", - განაცხადა სერ ალან დუნკანმა.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამაგალითოა რეგიონში. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს რეფორმების ამბიციურ პროგრამას. რეფორმების ამ გზაზე საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდიდან ყოველწლიურად ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი ამ რეფორმების მხარდასაჭერად", - განაცხადა დუნკანმა.

დღეს თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდი გაიხსნა. საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გახსნეს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი