თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდი გაიხსნა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 10:38

დღეს თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდი გაიხსნა. საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გახსნეს. ინფორმაციას თბილისში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგისაქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს აერთიანებს, ესენია: პოლიტიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, ეკონომიკური კავშირები და ბრიტანელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობები.

დიალოგის დროს, მხარეები აჯამებენ გასულ წელს მიღწეულ შედეგებს და თანხმდებიან სამომავლო მიმართულებებზე და გეგმებზე.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები