ელიზაბეთ რუდი: "აშშ ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ქმედებებს"
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 12:00

"აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები", - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სოფელ ატოცში მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციამდე, წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს", - განაცხადა რუდმა.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი