"ქართველი ერი 7 ნოემბრის გამეორებას არასდროს დაუშვებს"
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 15:00

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ "ქართველი ერი 7 ნოემბრის მსგავსი დღეების გამეორებას არასდროს დაუშვებს". ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხს სახელმწიფო თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა და მათი ღირსება ფეხქვეშ გათელა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების გამეორებას ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ", – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი