სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 23:00

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

მან ადგილზე შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს

"დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები. ახალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე. უსაფრთხოების გარეშე არ არის მშვიდი ცხოვრება და განვითარება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები