ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს ქართველები გამოეთიშნენ
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018 - 23:05

ხანტი-მანსიისკში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრის დამატებითი პარტიების შემდეგ დღეს ბელა ხოტენაშვილი გამოეთიშა. სოფიო ხუხაშვილის მსგავსად, ის ინდოელ ჰარიკა დრონოვალთან დამარცხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ხოტენაშვილისა და ხუხაშვილის გარდა ბლიცში მსოფლიოს და კლასიკურ ჭადრაკში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი თამაშობდნენ.

შეჯიბრების საპრიზო ფონდია 450.000 ამერიკული დოლარი. პირველ წრეში დამარცხებული მიიღებს 3.750 დოლარს, II-ში – 5.500-ს, III-ში – 8.000-ს, IV-ში – 12.000-ს, V-ში – 20.000-ს,VI-ში – 30.000-ს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი 60.000 დოლარით დაჯილდოვდება.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები