ესპანეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
ხუთშაბათი, 22 ნოემბერი, 2018 - 09:29

ესპანეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად, ქალაქ სარაგოსაში, რამდენიმე სახლის გაქურდვის მცდელობა ედებათ.

პოლიციის ინფორმაციით მათ გასაქურდი სახლები წინასწარ ქონდათ შერჩეული და მომზადებული.

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ასაკისა და ინიციალების შესახებ, ესენი არიან 27 წლის ნ.გ. და 28 წლის ნ.კ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჩხრეკისას ყალბი ბერძნული პასპორტი აღმოაჩნდა.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები